Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამურმა სახელმწიფომ" სიკვდილით დასაჯა დაახლოებით 2000 ადამიანი


ბრიტანეთში მოქმედმა „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ივნისიდან დღემდე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ დაახლოებით 2000 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის დაჯგუფების წევრი 120 უცხოელი მეომარი. ორგანიზაციამ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ დოკუმენტურად აქვს აღწერილი თითქმის 1200 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტები ძირითადად შემდეგ პროვინციებში: დეირ ალ-ზურში, ალ რაყაში, ჰამაში, ალეპოსა და ალ-ჰასაკაში. ობსერვატორიის ინფორმაციით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სიკვდილით დასაჯა 116 უცხოელი მეომარი, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას შეეცადა. კიდევ ოთხი მეომარი მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფების ქცევის კოდექსის დარღვევისთვის. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სიკვდილით დასაჯეს სირიის დაახლოებით 500 ჯარისკაცი და სირიაში მებრძოლი სხვა ისლამური დაჯგუფებების თითქმის 100 წევრი.

XS
SM
MD
LG