Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკითხვაზე დაიბარეს რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს კიდევ რვა თანამშრომელი


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს 12-ვე დაკავებული თანამშრომელი 28 დეკემბერს დაკითხვის შემდეგ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მათი დაკითხვა თითქმის 12 საათს გაგრძელდა. 29 დეკემბერს ბაქოს ბიუროს კიდევ 8 ყოფილი და ახლანდელი თანამშრომელია დაკითხვაზე დაბარებული. ისინი გააფრთხილეს, რომ ნებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იძულებით დაიყვანენ დაკითხვაზე. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლებს 28 დეკემბრის დაკითხვაზე ადვოკატის ყოლის უფლება არ მისცეს. ადვოკატს განუცხადეს, რომ მას ჩამოერთვა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან მუშაობის უფლება და რომ მასაც დაკითხავენ. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომელთა იძულებით წაყვანას დაკითხვაზე „უპრეცედენტო“ უწოდა რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის მთავარმა რედაქტორმა და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა აღმასრულებელმა პირმა ნენად პეიჩმა. „აზერბაიჯანის პოლიცია ჩვენი რადიოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ტერორიზებას ახდენს“, - განაცხადა ნენად პეიჩმა.

XS
SM
MD
LG