Accessibility links

logo-print

პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის გამოსაცხადებლად


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის გამოსაცხადებლად პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიმართა - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა სააკაშვილი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ყველა საქმე, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულადაა ცნობილი, უახლოეს მომავალში განსახილველად სასამართლოს გაეგზავნება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურის მიერ ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის, 2007 წლის ნოემბერში თბილისში დემონსტრანტების და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე. მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ზომად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

XS
SM
MD
LG