Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სეპარატისტები აშშ-ის ბირთვული საწვავის გამოყენების წინააღმდეგ არიან


პრორუსული სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ეგრეთწოდებულმა ხელმძღვანელის მოადგილემ, დენის პუშილინმა განაცხადადა, რომ უკრაინამ დიდი რისკი გასწია, როცა აშშ-ის კომპანიის ბირთვულ საწვავი მოიხმარა ბირთვული ელექტროსადგურისთვის. რუსეთის სააგენტო იტყობინებოდა, რომ პუშილინის თქმით, დაშვებულზე14-ჯერ მეტად გაიზარდა რადიაციული ფონი ზაპორიჟჟიას არეალში. უკრაინის სახელმწიფო ატომურმა უწყებამ, ენერგოატომმა,უარყო პუშილინის მტკიცება, რომ ფონი არეალში ნორმის ფარგლებშია. პუშილინმა განცხადებაში აშშ-ის კომპანია უესტინგჰაუზის ნაცვლად უესტერნჰაუზი ახსენა.

XS
SM
MD
LG