Accessibility links

პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კიევს ნატოს წევრობის საშუალებას მისცემს


უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, ამ ქვეყანას აღარ ექნება მიუმხრობელი სახელმწიფოს სტატუსი და უკრაინელებს შეეძლებათ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ნატოს წევრობა, როცა ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ეს, პოროშენკოს აზრით, 5-6 წელიწადში შეიძლება მოხდეს. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის „აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ“ გააჩინა, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის უფრო ეფექტიანი გარანტიის საჭიროება. პოროშენკომ განაცხადა, რომ ის 15 იანვრისთვის გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, გერმანიის კანცლერ მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდთან შეხვედრას სამშვიდობო მცდელობების გარშემო მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG