Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი მუშაობას განაახლებს


დღეს „გენდერული ამბების“ თემაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის გამსაზღვრელი ჯგუფის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება. ჯგუფი ოჯახში ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორის საბჭოსთან იმუშავებს და მასში გაერთიანდებიან ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები. რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისა და მსხვერპლთა თავშესაფრებში განთავსების პირობების და მდგომარეობის შესახებ სასაუბროდ მოწვეულები არიან „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე.

XS
SM
MD
LG