Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენელი: აშშ ძალადობის, კორუფციის და დაპატიმრების ჭეშმარიტი სამშობლოა


აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენელი თავს დაესხა აშშ-ის დიპლომატს სიტყვიერად მას მერე, რაც ეუთოში აშშ-ის წარმადგენელმა, დენიელ ბეარმა ტვიტერის საშუალებით გააკრიტიკა ბაქოს ქმედება რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს თანამშრომლების მიმართ. ბეარმა 27 დეკემბერს დაწერა, რომ ბაქოს გადაწყვეტილება დახუროს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფუძნებული მაუწყებლობის ოფისი, „სუსტი, საკუთარ თავში დაურწმუნელები და კორუმპირებული ლიდერობის“ მოქმედებაა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის ნოვრუზ მამადოვის თანახმად, აშშ-ის დიპლომატმა წონასწორობის გრძნობას დაკარგა. მამადოვი ბეარს მოუწოდებს, უკეთესი იქნებოდა, თავის ქვეყანაში ნახოს, რა ხდებაო და ახსენებს სენატის ანგარიშს დაზვერვის ცენტრალური საამმართველოს მიერ გამოყენებულ წამების მეთოდებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ. მამადოვის თანახმად, ძალადობის, კორუფციის და დაპატიმრების ნამდვილი სამშობლო აშშ-ია. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს 12-ვე დაკავებული თანამშრომელი 28 დეკემბერს დაკითხვის შემდეგ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მათი დაკითხვა თითქმის 12 საათს გაგრძელდა. 29 დეკემბერს ბაქოს ბიუროს კიდევ 8 ყოფილი და ახლანდელი თანამშრომელია დაკითხვაზე დაბარებული. ისინი გააფრთხილეს, რომ ნებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იძულებით დაიყვანენ დაკითხვაზე. აზერბაიჯანის პროკურატურამ 27 დეკემბერს მოაწყო რეიდი ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურისბაქოს ბიუროში, რომელიც დაილუქა მათ მიერ.

XS
SM
MD
LG