Accessibility links

logo-print

მძებნელთა აზრით, მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული თვითმფრინავი ზღვის ფსკერზე უნდა იყოს


ინდონეზიის სამძებრო-სამამაშველო ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის აზრით, მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული თვითმფრინავი შესაძლოა, ზღვის ფსკერზე იმყოფებოდეს. როგორც მალაიზიის ხელისუფლება აცხადებს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის კოორდინატების თანახმად, მან ქვეყნის სანაპიროსთან განიცადა ავარია. თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს, რადარებიდან 28 დეკემბერს, მას შემდეგ გაქრა, რაც ცუდი ამინდისთვის თავის დასაღწევად მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის ნებართვა ითხოვა. AirAsia-ს კუთვნილ საჰაერო ხომალდში 162 მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა ინდონეზიელი იყო. ეს უკვე ასეთი მესამე საჰაერო ინცინდენტია, რომელიც მალაიზიას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG