Accessibility links

logo-print

ეუთო გმობს ბაქოში რადიო თავისუფლების ბიუროს დახურვას


ეუთო გმობს აზერბაიჯანელი სამართალდამცველების შეჭრას რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში და მის დახურვას. ამ ქმედებას ეუთო მიიჩნევს „მძიმე დარტყმად აზერბაიჯანში თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ბაქომ "უნდა მისცეს" რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბიუროს მუშაობის განახლების შესაძლებლობა. ჩვენი რადიოს ბაქოს ბიუროში 26 დეკემბერს შეიჭრნენ აზერბაიჯანის პროკურატურის გამომძიებლები. მათ მიერ კონფისცირებულ იქნა დოკუმენტები და ტექნიკური აღჭურვილობა, რასაც მოჰყვა ბიუროს დალუქვა. 27 და 28 დეკემბერს დააკავეს ბუიროს 12 თანამშრომელი. ისინი დაკითხეს და გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომ არ გაამხელენ გამოძიების დეტალებს. დასაკითხად დაიბარეს ბიუროს კიდევ, სულ ცოტა, რვა ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG