Accessibility links

logo-print

ადრიატიკის ზღვაში ცეცხლმოდებულ ბორანზე შვიდი ადამიანი დაიღუპა


ადრიატიკის ზღვაში ბორანზე ცეცხლის გაჩენის შედეგად, ცნობების თანახმად, შვიდი ადამიანი დაიღუპა. იუწყებიან ასევე, რომ 29 დეკემბერს ბორანი დატოვა მისმა კაპიტანმა, ბოლო მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაციის შემდეგ. ბორანზე მყოფ მგზავრებს შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოს საგარეო უწყებისთვის ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი ქართველია ევაკუირებულთა შორის. სულ ბორანზე, რომელიც საბერძნეთიდან იტალიისკენ მიემართებოდა, იმყოფებოდნენ 422 მგზავრი და ეკიპაჟის 56 წევრი. ბორანს ცეცხლი გაუჩნდა 28 დეკემბერს, საბერძნეთის კუნძულ კორფუს სანაპიროსთან.

XS
SM
MD
LG