Accessibility links

logo-print

ნავალნის პირობითი სასჯელი შეუფარდეს


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფრანგული კოსმეტიკური კომპანიის ფულის გაფლანგვის საქმეში და მას 3 წლით და 6 თვით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მის ძმას, ოლეგ ნავალნის, რომელსაც ამავე საქმეზე ასამართლებდნენ, სასამართლომ სამწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო განაჩენის გამოცხადებას 15 იანვარს გეგმავდა, თუმცა 29 იანვარს ვადამ მოულოდნელად 30 დეკემბრისთვის გადმოიწია. ნავალნის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკურ მოტივით გაასაართლეს.

XS
SM
MD
LG