Accessibility links

logo-print

აღმოაჩინეს მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები


ინდონეზიელი ოფიციალური პირების განცხადებით სამაშველო სამსახურის მუშაკებმა გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ნამსხვრევები კუნძულ ბორნეოს ინდონეზიურ მხარეს შენიშნეს. თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს, რადარებიდან 28 დეკემბერს, მას შემდეგ გაქრა, რაც ცუდი ამინდისთვის თავის დასაღწევად მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის ნებართვა ითხოვა. AirAsia-ს კუთვნილ საჰაერო ხომალდში 162 მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა ინდონეზიელი იყო. ეს უკვე ასეთი მესამე საჰაერო ინცინდენტია, რომელიც მალაიზიას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG