Accessibility links

logo-print

ნავალნი რუსებს პროტესტის გამოთქმისაკენ მოუწოდებს


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი თანამემამულეებს პროტესტის გამოთქმისაკენ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას სამნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე. სასამართლოში მისი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ნავალნიმ გარეთ, სასამართლოს შენობასთან შეკრებილებს მიმართა: „ეს ხელისუფლება არსებობას არ იმსახურებს! ის უნდა განადგურდეს! მოგიწოდებთ დღეს გარეთ გამოსვლისაკენ. ყველას მოგიწოდებთ გარეთ გამოსვლისაკენ, სანამ არ მოვიცილებთ ხელისუფლებას, რომელიც ასე ტანჯავს უდანაშაულო ადამიანებს“. ალექსეი ნავალნისთან ერთად გაასამართლეს მისი ძმა ოლეგი, რომელსაც სამნახევარი წლით პატიმრობა შეეფარდა. ნავალნი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ოპონირების გამო. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

XS
SM
MD
LG