Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „შეშფოთებულია“ რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს შევიწროებით


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოთქვამს შეშფოთებას აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობით, რომელიც უარესდება მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შეიჭრნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში, ის დახურეს და დაკითხეს რადიოს თანამშრომლები და კონტრაქტორები. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯეფ რატკემ განაცხადა 29 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე, ეს ქმედებები, ისევე როგორც უარის თქმა დაკითხვისას იურიდიული დახმარების მიღებაზე, დამატებით ქმნის შეშფოთების საფუძველს. „კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეასრულოს ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის პრესის თავისუფლების დაცვის კუთხით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა. მისი თქმით, რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში რეიდი განხორციელდა ხუთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სატელეფონო საუბრისას გაუზიარა შეშფოთება ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის გამო.

XS
SM
MD
LG