Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ისევ დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი


პაკისტანში ისევ დააკავეს 2008 წელს ბომბეიში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი მას შემდეგ, რაც წინა დღეს სასამართლომ გააუქმა მისი წინასწარი პატიმრობა. ინდოეთის ქალაქ ბომბეიში 2008 წელს მოწყობილმა ტერაქტმა 166 ადამიანი შეიწირა. პაკისტანში გაკეთებული განცხადებით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი ზაქი-ურ-რეჰმან ლახვი კვლავ წინასწარ პატიმრობაშია სხვა დანაშაულში ეჭვმიტანის საფუძველზე. გამოძიების დეტალებს არ ამხელენ. ლახვის ადვოკატი აცხადებს, რომ გაასაჩივრებს კლიენტის დაპატიმრებას. ლახვი არის ერთ-ერთი სულ შვიდი კაციდან, რომლებსაც ასამართლებენ ბომბეის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანით. პაკისტანის სასამართლომ 18 დეკემბერს თავდებით გაათავისუფლა ლახვი, რადგან მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი სამხილები წინასწარ პატიმრობაში მის დასატოვებლად.

XS
SM
MD
LG