Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ახალი მთავრობის მთავარ ამოცანად მიიჩნევს ექსპორტის დივერსიფიცირებას, რუსეთის ბაზარზე მეტისმეტად ძლიერი დამოკიდებულების შემცირებას. ლუკაშენკომ ეს შეფასება გამოთქვა ახალი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი კობიაკოვის წარდგენისას. „არ შეიძლება დამოკიდებულება მარტო ერთ, ან ერთნახევარ ბაზარზე. კი, რუსეთი ... ჩვენი ძმები, ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ხომ ხედავთ, ზოგჯერ როგორ იქცევიან: ერთი ერთს აკეთებს, მეორემ კი არ იცის, პირველი რას აკეთებს. ამიტომ აუცილებელია, მოვახდინოთ დივერსიფიცირება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს“, აღნიშნა ლუკაშენკომ. ბელორუსია ყაზახეთთან და რუსეთთან ერთად 2010 წლიდან შედის საბაჟო კავშირში. წელს კი, 29 მაისს, ბელორუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ. ის ძალაში შევა ორ დღეში, 2015 წლის 1 იანვრიდან.

XS
SM
MD
LG