Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ემზადებიან ძმებ ნავალნების მხარდამჭერი აქციებისათვის


30 დეკემბრის საღამოს რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართება „სახალხო თავყრილობები“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისა და მისი ძმის, ოლეგ ნავალნის მხარდასაჭერად. დღეს მათ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა კომპანია „ივ როშეს“ კუთვნილი სახსრების მიტაცების საქმეზე. ალექსეი ნავალნის სამნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მის ძმას - სამნახევარი წლით პატიმრობა. მოსკოვში, სასამართლოში ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ნავალნიმ გარეთ, სასამართლოს შენობასთან შეკრებილებს მიმართა: „ეს ხელისუფლება არსებობას არ იმსახურებს! ის უნდა განადგურდეს! მოგიწოდებთ დღეს გარეთ გამოსვლისაკენ. ყველას მოგიწოდებთ გარეთ გამოსვლისაკენ, სანამ არ მოვიცილებთ ხელისუფლებას, რომელიც ასე ტანჯავს უდანაშაულო ადამიანებს“. ძმებ ნავალნების მომხრეები აპირებენ სასამართლოს ვერდიქტის განხილვას ე.წ. „სახალხო თავყრილობებზე“, რომლებიც დაგეგმილია რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, პეტერბურგში, ვოლოგდაში, ვორონეჟში, არხანგელსკში, სარატოვში, სამარაში.

XS
SM
MD
LG