Accessibility links

logo-print

მოსკოვის ხელისუფლება აფრთხილებს ნავალნების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მსურველებს


მოსკოვის ხელისუფლება აფრთხილებს ხალხს, ვინც ძმებ ნავალნების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას აპირებს, რომ „სამართალდამცველები შეაჩერებენ“ უსანქციო დემონსტრაციებს. დღეს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის კომპანია „ივ როშეს“ კუთვნილი სახსრების მიტაცების საქმეზე. მას სამნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მის ძმას - სამნახევარი წლით პატიმრობა. ალექსეი ნავალნი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

XS
SM
MD
LG