Accessibility links

logo-print

1 იანვრიდან სერბია როტაციის წესით გახდა ეუთოს თავმჯდომარე


1 იანვრიდან სერბია როტაციის წესით გახდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში მისი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი იქნება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაცია. სერბიის თავმჯდომარეობის პერიოდში აღინიშნება ეუთოს ჰელსინკის დასკვნითი აქტის 40 წლისთავი.

XS
SM
MD
LG