Accessibility links

logo-print

იტალიის ხელისუფლება გემ „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძრის მიზეზებს იძიებს


იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ავიდნენ გემ „ნორმან ატლანტიკზე“, რომელიც ჯერ კიდევ იწვის. გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, რამ გამოიწვია ხანძარი და ეძებენ შესაძლო მსხვერპლთ. ბორანი იტალიის საპორტო ქალაქ ბრინდიზიში ჩაიყვანეს. გემზე ცეცხლი 28 დეკემბერს გაჩნდა, როცა ის საბერძნეთიდან იტალიაში მიემგზავრებოდა 477 მგზავრით. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო ქართველი სასულიერო პირი, მამა ილია კარტოზია.

XS
SM
MD
LG