Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლებას „ანტიტერორისტული სასამართლოს“ დაკანონება სურს


პაკისტანის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს შეიტანოს ცვლილება კონსტიტუციაში, რათა შეიქმნას სპეციალური სამხედრო სასამართლო, რომელიც დააჩქარებს ტერორიზმში ბრალდებულთა საქმეების გამოძიებას. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის პერვაიზ რაშიდის ცნობით, 2 იანვარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა მოიწვია პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების დიდი კრება, რომელზეც შეთანხმდნენ ასეთი საკონსტიტუციო შესწორების მომზადებაზე. აღნიშნული სასამართლოები განიხილავენ იმ ტერორისტების საქმეებს, რომლებიც ქვეყნის ქუჩებში, სკოლებსა და ბაზრებზე უცოდველ მოქალაქეებს ხოცავენ.

XS
SM
MD
LG