Accessibility links

logo-print

რუსეთი უკრაინაში „ნაცისტურ მარშს“ აკრიტიკებს


რუსეთის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სადავო ანტისაბჭოთა პარტიზანი ლიდერის სტეპან ბენდერას დაბადების დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის გამო. ამ თარიღის აღსანიშნავად 1 იანვარს ათასობით კაცი, მათ შორის პარლამენტის წევრები შეიკრიბნენ კიევის ცენტრში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დარგში კონსტანტინ დოლგოვმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე აღნიშნა, რომ „ცივილიზებული ევროპის შუაგულში დაუშვებელია ნაცისტური მარშების მოწყობა“. მას მხედველობაში ჰქონდა ის გარემოება, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში სტეპან ბენდერა თანამშრომლობდა ნაცისტ დამპყრობლებთან დასავლეთ უკრაინაში, მაშინდელ პოლონეთის ტერიტორიაზე, და მონაწილეობას ღებულობდა ებრაელებისა და პოლონელების მკვლელობაში.

XS
SM
MD
LG