Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა მზად არიან „სასწრაფო მოლაპარაკებებისათვის“


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა მზად არიან, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ დისკუსია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისათვის. სამინისტროს ოფიცალური წარმომადგენლის თანახმად, უკრაინის სამხედრო ძალებსა და სეპარატისტებს შორის მიმდინარე ბრძოლების შესახებ მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2 იანვარს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. „მიღწეულია შეთანხმება, რომ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად გაიმართოს“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში. გასული წლის ბოლო პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროდ 15 იანვარი, ადგილად კი - ასტანა დაასახელა. აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების უკანონო დაჯგუფებებს შორის შეტაკებებს 4700 კაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG