Accessibility links

logo-print

მინდია ჯანელიძემ ახალ წელი საქართველოს ჯარს ავღანეთიდან მიულოცა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ 2015 წლის დადგომა ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა. როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას ახალი წელი მინისტრთან ერთად, მისმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. „დავრწმუნდი, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გააჩნია დიდი მომავალი. ამის თქმის უფლებას იმ ჯარისკაცების სულისკვეთება მაძლევს, რომლებიც აქ არიან 51 -ე ბატალიონის სახით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და დაჰპირდა ჯარისკაცებს, რომ მომავალ მათი პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. თავდაცვის მინისტრის მილოცვის შემდეგ, ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს საქართველოდან ტელეხიდის მეშვეობით ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

XS
SM
MD
LG