Accessibility links

logo-print

გაეროს თანახმად, ებოლის ვირუსის დაძლევაზე საუბარი ნაადრევია


გაეროში ებოლის წინააღმდეგ ბრძოლის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. გაეროში ებოლის დაავადების კრიზისული რეაგირების მისიის ხელმძღვანელის, ენტონი ბანბურის თქმით, ებოლის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებულია, თუმცა იგი შიშობს, რომ დაავადების დაძლევა უფრო „მასშტაბურ ბრძოლას“ საჭიროებს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიერა ლეონეში, ლიბერიასა და განაში, სადაც დაავადება ყველაზე მეტად არის გავრცელებული, ებოლას 7800 კაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG