Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსმალეთის იმპერიის შემდეგ თურქეთში პირველი ქრისტიანული ტაძარი აშენდება


ისლამისტური ფესვების მქონე თურქეთის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ქვეყანაში პირველი ქრისტიანული ეკლესიის აშენებას ითვალისწინებს მას შემდეგ, რაც 1923 წელს ოსმალეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. როგორც რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ, სირიელთა ქრისტიანული ტაძარი ქალაქის გარეუბან სილკოიში სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აიგება. მანამდე თურქეთის ხელისუფლება მხოლოდ ეკლესიების რეკონსტრუქციის უფლებას იძლეოდა. თურქეთში, სადაც მოსახლეობის 99 პროცენტის მუსლიმები შეადგენენ, ხელისუფლებას ევროკაშირში გაწვერიანების სურვილი ავალდებულებს უფრო მეტად უზრუნველყოს რელიგიური უმცირესობების უფლებები და დაუბრუნოს მათ სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული ქონება.

XS
SM
MD
LG