Accessibility links

logo-print

მთიანი ყარაბაღი ბაქოს ორი ჯარისკაცის დაღუპვაში დებს ბრალს


მთიანი ყარაბაღის არაღიარებული ხელისუფლება აზერბაიჯანს ადანაშაულებს თავდასხმაში, რასაც ორი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვა მოყვა. თვითგამოცხადებული თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 3 იანვარს დივერსანტები შეიჭრნენ ბუფერულ ზონაში და ცეცხლი გახსნეს. სომხეთი აფრთხილებს ბაქოს, რომ ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვება. აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მისი სამხედროების შეჭრას.

XS
SM
MD
LG