Accessibility links

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გერმანულ სარდლობას შეხვდა


ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ბაზა "მარმალზე" გერმანული სარდლობის წარმომადგენლობასთან გამართა შეხვედრა. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მისიას უკვე რამდენიმე კვირაა, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. გერმანულ ბაზა "მარმალზე" დისლოცირებული ასეულის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრმა სამხედროებს ახალი წელი მიულოცა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

XS
SM
MD
LG