Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში რამდენიმე სიახლე იგეგმება


საქართველოს პარლამენტში წარდგენილია "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმად 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. კერძოდ, პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისია – ე.წ. ედოს კომისია, უქმდება. კიდევ ერთი ცვლილება შეეხება ხმარებიდან რეზინის ხელკეტების ამოღებას. ამიერიდან, პენიტენციურ სისტემაში, საჭიროების შემთხვევაში, იმ ტიპის ხელკეტის გამოყენებას გეგმავენ, რომლითაც პოლიციაა აღჭურვილი. გარდა ამისა, 20 დღიდან 14 დღემდე მცირდება პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსების ვადა. როგორც საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების ვადის შემცირება ევროსაბჭოს რეკომენდაციის გათვალისიწინებით ხორციელდება. "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მთავარ სიახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეფორმირება წარმოადგენს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, უქმდება და ის პენიტენციურ დეპარტამენტად გარდაიქმნება. აღნიშნული რეფორმის საფუძველზე ცვლილება 41 კანონში შედის, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

XS
SM
MD
LG