Accessibility links

logo-print

ირანი უარყოფს ბირთვულ გარიგებას დასავლეთთან


ირანი უარყოფს ბირთვული იარაღისათვის აუცილებელი კომპონენტების შემცირების თაობაზე აშშ-თან მიღწეულ შეთანხმებაზე გავრცელებულ ინფრომაციას. ასოშიეიტედ პრესი 2 იანვარს ანონიმურ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყებოდა, თითქოს ირანი გამდიდრებული ურანის ზედმეტი მარაგის რუსეთში ტრანსპორტირებას დათანხმდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარზეი აფხამ 3 იანვარს უარყო ასეთი გარიგების არსებობა. ირანი აცხადებს, რომ არ სურს ბირთვული იარაღის შექმნა, თუმცა იმისათვის, რომ მიაღწიოს დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებას, - მონაწილეობს მოლაპარაკებებში ხუთეულის ქვეყნებთან სადავო პროგრამის შემცირების თაობაზე. მომდევნო მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამაზე ჟენევაში 15 იანვარს იგეგმება. საბოლოო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადად 1 მარტი განისაზღვრა.

XS
SM
MD
LG