Accessibility links

logo-print

ექსტრემისტებმა ერაყში 170 კაცი აიყვანეს მძველად


ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 170 კაცი აიყვანეს მძევლად ჩრდილოეთ ერაყში, მათ მიერ ექსტრემისტული დაჯგუფების დროშების დაწვის გამო. როგორც ერაყის დაზვერვის ოფიცერმა აცნობა „ასოშიეტიდ პრესს“ მამაკაცები მძევლად აიყვანეს კირკუკის პროვინციის სოფლებში ღარიბსა და ალ საჯარაში, სადაც ექსტრემისტები ორი დროშა დაწვეს. მძევლები 30 მანქანით ახლომდებარე ქალაქ ჰავიჯაში წაიყვანეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს მასობრივად აჰყავთ მძევლები, რათა ამით ჩაახშონ წინააღმდეგობა ჩრდილოეთ ერაყში მათ მიერ კონტროლირებად ვრცელ ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG