Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო არმიას მძლავრ მოდერნიზებული შეიარაღებას ჰპირდება


სულ რაღაც ერთი თვის წინ უკრაინის არმიას მძლავრი მოდერნიზებული შეიარაღება გადაეცა, - ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ გრძელდება არმიის გადაიარაღების პროცესი და 5 იანვარს შეიარაღებული ძალები 100 ერთეულ მძიმე საბრძოლო ტექნიკას მიიღებენ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, პეტრო პოროშენკომ მთავრობის წევრებს დაავალა გააძლიერონ ძალისხმევა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად. დეკემბრის ბოლოს განხორცილებული ტყვეთა გაცვლის პროცესის მიუხედავად, 200-მდე უკრაინელი სამხედრო კვლავ იმყოფება სეპარატისტთა ტყვეობაში.

XS
SM
MD
LG