Accessibility links

25 წლის შემდეგ საუდის არაბეთი კვლავ ხსნის საელჩოს ერაყში


საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ სპეციალური დელეგაცია მიავლინა ერაყში, სადაც 25 წლის შემდეგ საელჩოს გახსნა იგეგმება. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დელეგაციას, რომელიც 3 იანვარს ჩავიდა ერაყში, შესაფერისი შენობების მოძებნა და მოწყობა დაევალა. საელჩოს შენობა ბინას დაიდებს ბაღდადში, საკონსულოს გახსნა კი - ირბილში იგეგმება. საუდის არაბეთსა და ერაყს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1990 წელს, ერაყის მიერ კუვეიტის ოკუპაციის შემდეგ გაფუჭდა.

XS
SM
MD
LG