Accessibility links

logo-print

დევიდ კემერონს ევროკავშირში წევრობაზე რეფერენდუმის ვადაზე ადრე ჩატარება სურს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ 2017 წლამდე სურს რეფერენდუმის ჩატარება, რომელმაც ევროკავშირში ბრიტანეთის ყოფნა-არყოფნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. მაისის არჩევნების წინ, კამერონი როგორც საკუთარ კონსერვატიულ პარტიაში მყოფი ევროსკეპტიკოსების, ასევე ბრიტანეთის მემარჯვენე ევროკავშირის მოწინააღმდეგე დამოუკიდებლობის პარტიის მხრიდან განიცდის ზეწოლას. დევიდ კამერონი პირობას დებს, რომ გადასინჯავს ევროკავშირის და ბრიტანეთის ურთიერთობას და ჩაატარებს რეფერენდუმს, თუ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს . 4 იანვარს კამერონმა სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ „კმაყოფილი იქნებოდა“, თუ უფრო ადრე შეძლებდა ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას. კამერონის რეფორმების გეგმა ევროკაშირის ქვეყნების მიგრანტთათვის სოციალური უზრუნველყოფისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებით სარგებლობის შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG