Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩი იტალიაში: მამა ილია კარტოზიას ამ კვირაში გადაასვენებენ


იტალიიდან საქართველოში მამა ილია კარტოზიას გადასვენებისთვის საჭირო იურიდიული პროცედურები სამშაბათს დასრულდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა იტალიაში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ. მისი განცხადებით, შესაბამისი სამსახურები საელჩოს წარმომადგენლებს პირდებიან, რომ ქალაქ ბარიდან თბილისში ცხედრის გადასვენებას ამ კვირაში შეძლებენ. ილია კარტოზია იმყოფებოდა სამგზავრო ბორანზე „ნორმან ატლანტიკზე,“ რომელსაც 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში ხანძარი გაუჩნდა. დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG