Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ლიდერი აცხადებს, რომ შესაძლოა გადაიხედოს ქვეყნიდან კოალიციის ჯარების გაყვანის საბოლოო ვადა


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის ორწლიანი ვადა შესაძლოა გადაიხედოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების 2016 წლის ბოლოს გამოყვანის პირობა დადო, რის შემდეგაც ავღანეთში უსაფრთხოებას ადგილობრივმა ძალებმა უნდა უზრუნველჰყონ. თუმცა, ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეშფოთებას იწვევს თალიბანის გააქტიურება. თალიბანის მებრძოლებმა გასულ წელს საგრძნობლად მოუმატეს თავდასხმებს და აშშ-ზე გამარჯვება გამოაცხადეს.

XS
SM
MD
LG