Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში შეხვდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ავღანეთში შეხვდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალს, ამერიკელ გენერალს ჯონ კემბელს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალმა კემბელმა ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. ჯონ კემბელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიაში საქართველო კვლავ რჩება ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორად. ამერიკელ გენერალთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ ისაუბრეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ამოცანებზე, პროცესში ქართული კონტინგენტის მონაწილეობასა და მის უსაფრთხოებაზე. მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, მისიის სარდლობა დიდ ყურადღებას აქცევს ქართველი ჯარისკაცების და ოფიცრების უსაფრთხოებას და მათ აქვთ ყველა ის საშუალება, რაც სხვებს, მათ შორის ამერიკელ სამხედროებს.

XS
SM
MD
LG