Accessibility links

logo-print

ომბუდსმენის აპარატმა გამოაქვეყნა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების შესახებ მომზადებული ანგარიში


სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არაკეთილსაიმედო მდგომარეობაა - ნათქვამია დაწესებულებაში პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელთა ვიზიტის შედეგად მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა. ანგარიშში მოყვანილია 2014 წლის განმავლობაში გამოვლენილი, არასათანადო მოპყრობის ფაქტები და საუბარია საკნებში არსებულ არასახარბიელო ვითარებასა და დროული სამედიცინო მომსახურების მხრივ არსებულ პრობლემებზე. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, 2014 წლის 1 იანვრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორს 9 შემთხვევაში მიმართა.

XS
SM
MD
LG