Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში მოხდა აფეთქება სეპარატისტებთან მებრძოლ პირთა დახმარების ცენტრთან


უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში წუხელ მოხდა აფეთქება შენობასთან, რომელშიც განთავსებულია დონბასში სეპარატისტებთან მებრძოლი მეომრების დახმარების საკოორდინაციო ცენტრი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ ჩაიმსხვრა ფანჯრები და დაზიანდა ავტომანქანები. უკრაინის პოლიციამ დაიწყო გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. ეს იყო წელს უკვე მეორე აფეთქება ოდესაში და მეშვიდე აფეთქება განვლილი თვის განმავლობაში. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა აფეთქებები ტერაქტებად შეაფასა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG