Accessibility links

logo-print

ქაბულში აფეთქებამ ერთი ადამიანი შეიწირა


ქაბულში ერთი ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი აფეთქებისას, რომელიც მიმართული იყო ევროკავშირის პოლიციის მანქანის წინააღმდეგ. ავღანეთში ევროკავშირის საპოლიციო მისიის ცნობით, თავდასხმა 5 იანვარს მოეწყო აღმოსავლეთ ქაბულში, მისიის შტაბბინასთან. პოლიციის ავტომანქანაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა, მაგრამ დაიჭრა აფეთქების ადგილას მყოფი ექვსი ავღანელი სამოქალაქო პირი, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG