Accessibility links

logo-print

რუსეთში "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებული ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს


რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსულტაციისა და ტრენინგის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი, თემურ ქობალია პროტესტს გამოთქვამს მისი ორგანიზაციის „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადების გამო. „ახალგაზრდული ცენტრი“ რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ ორგანიზაციებს დაემატა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომლის მიზეზადაც ქობალია მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ის ხელმძღვანელობს საქართველო-რუსეთის არამომგებიანი ორგანიზაციების ფორუმსაც. ქობალია აპირებს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. უფლებადამცველების შეფასებით, რუსეთში 2013 წელს ამოქმედებული კანონი, რომელიც „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ემსახურება. „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ ორგანიზაციებს შორის არიან „გოლოსი“ „სახაროვის ცენტრი“ და „ჯარისკაცთა დედები“.

XS
SM
MD
LG