Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და გერმანია ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინაზე სამიტის გამართვას


საფრანგეთი და გერმანია საეჭვოდ მიიჩნევენ უკრაინის კონფლიქტზე 15 იანვრისთვის დანიშნული ოთხმხრივი სამიტის გამართვას. სამიტი, რომელშიც უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობაა დაგეგმილი, ყაზახეთში უნდა გაიმართოს. დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჯერ ვერ იტყვის, გაიმართება თუ არა, და როდის გაიმართება ასეთი შეხვედრა. კანცლერის პრესმდივან შტეფენ ზაიბერტის თქმით, ასეთ შეხვედრას მარტო მაშინ ექნება აზრი, თუ მიღწეული იქნება წინსვლა მინსკის სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ ასტანაში წავა, თუ იარსებებს პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა. ამ განცხადებების ფონია ოთხი ქვეყნის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრა ბერლინში, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებზე სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG