Accessibility links

logo-print

ალექსეი ნავალნი აღარ აპირებს შინა პატიმრობაში ყოფნას


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ აღარ აპირებს შინა პატიმრობით განსაზღვრული პირობების დაცვას და მოიშორა წვივზე დამაგრებული სარტყელი, რომლის მეშვეობითაც სამართალდამცველები აკონტროლებდნენ მის გადაადგილებას. 5 იანვარს ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში, ნავალნი უკანონოს უწოდებს თავის შინა პატიმრობას, რადგან რუსეთის კანონებით, ასეთი შეზღუდვა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ეჭვმიტანილებისათვის, ან ბრალდებულებისათვის, რომლებისთვისაც სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი. ხოლო ნავალნის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპონენტია, 30 დეკემბერს შეუფარდეს სამნახევარწლიანი პირობითი სასჯელი თაღლითობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. „რუსეთის სასამართლოების ისტორიაში ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც შინა პატიმრობაშია განაჩენის გამოტანის შემდეგ“, წერს ნავალნი.

XS
SM
MD
LG