Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი საუბრობს პირობაზე რუსეთისთვის სანქციების გასაუქმებლად


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ სურს დასავლეთმა გააუქმოს რუსეთის მიმართ სანქციები, თუ მოსკოვი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს. 5 იანვარს საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში, ოლანდმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა და არ შეუშალოს ხელი დასავლეთთან კიევის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას. როგორც ოლანდმა ასევე აღნიშნა, მას პუტინმა უთხრა, რომ „არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია“. მაგრამ ოლანდის თქმით, მას ამ სიტყვების არ სჯერა, რადგან იცის, რა მოხდა ყირიმში. ევროკავშირს, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის დაწესებული აქვთ სანქციები ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა შარშანდელი აპრილის შემდეგ 4700-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG