Accessibility links

logo-print

ევრო და რუბლი გაიაფდა, ნავთობის ფასი 50 დოლარზე დაბლა დაეცა


5 იანვარს ევროს კურსი 1,18 დოლარამდე გაიაფდა, რაც ბოლო ცხრა წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ევროპის საფინანსო ბირჟებზე დაძაბულობას იწვევს მოლოდინი, რომ ევროზონას, რომელიც ევროკავშირის 19 წევრს აერთიანებს, შესაძლოა მალე გამოაკლდეს საბერძნეთი. გაიაფდა რუსული რუბლიც, რომელმაც შარშან თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა. 5 იანვარს ერთი დოლარი 60 რუბლზე ნაკლები ღირდა. ხოლო ნედლი ნავთობის ფასი ბოლო ხუთ წელიწადში პირველად დაეცა ბარელში 50 დოლარზე დაბლა.

XS
SM
MD
LG