Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა არმიას ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავები გადასცა


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმიის საბრძოლო ძლიერება სრულიად არის აღდგენილი. კიევიდან 140 კილომეტრში, ჟიტომირში, სამხედრო ბაზაზე ჯარისთვის ტექნიკის გადაცემის დროს, პოროშენკომ თქვა, რომ დარწმუნებული ვარ, 2015 ჩვენი გამარჯვების წელი იქნება, ამის მისაღწევად გვჭირდება ძლიერი, პატრიოტი და კარგად აღჭურვილი ჯარიო. პოროშენკომ ჯარს გადასცა 2014 წელს „აღდგენილი“ ტექნიკა, სხვათა შორის ჯავშანმანქანები, ტანკები, ჰაუბიცები, ნაღმმტყორცნები და თვითმფრინავები. მისი თქმით, ბოლო 7 თვეში უკრაინის არმია ხელახლა დაიბადა და ის თავისი საბრძოლო სულისკვეთებით და აღჭურვილობით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

XS
SM
MD
LG