Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი არ აპირებს შეცვალოს ავღანეთიდან ჯარის გაყვანის გრაფიკი


აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, ავღანეთში ჯარის შემდგომი შემცირების გრაფიკი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ გეგმები უნდა „გადაიხედოს“. პენტაგონის წარმომადგენელმა არმიის პოლკოვნიკმა სტივ უორენმა 5 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის „გეგმა ძალაშია და გრაფიკი არ შეცვლილა“. გასულ თვეში ავღანეთში ნატოს საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ, აშშ ავღანეთში ტოვებს დაახლოებით 10800 სამხედროს - 13000-იანი უცხოური კონტინგენტის უდიდეს შემადგენელ ნაწილს. სტივ უორენმა განაცხადა რომ აშშ-ის გეგმა არ იცვლება და ის მიმდინარე წლის ბოლომდე 5000-მდე შეამცირებს სამხედროების რაოდენობას ავღანეთში, 2016 წლის ბოლოსთვის კი - იმ „ნორმალურ“ რაოდენობამდე, რაც ქაბულში აშშ-ის საელჩოს ფუნქციონირებას დასჭირდება. „თალიბანის“ გახშირებული თავდასხმების ფონზე, ავღანეთის პრეზიდენტმა 4 იანვარს განაცხადა, რომ „უნდა იყოს ჯარის გაყვანის ვადის გადახედვის ნება“, თუკი ყველა მხარემ „გააკეთა მაქსიმუმი მიზნების მისაღწევად“. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა, საბოლოოდ, გადახედავს გრაფიკს და თუკი ამას გააკეთებს, აშრაფ ღანის განცხადებები გადაწყვეტილების ასახსნელად გამოადგება.

XS
SM
MD
LG