Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნორმანდიის ფორმატის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ასტანაში შეხვდებიან


5 იანვარს ბერლინში ე.წ. „ნორმანდიის ფორმატში“ გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ფორმატის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება 9 იანვარს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ოლექსი მაკეევმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 9 იანვარს გაიმართბა უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მაკეევი ბერლინის მოლაპარაკებებზე ხელმძღვანელობდა უკრაინის დელეგაციას. მისივე ვარაუდით, ასტანის შეხვედრაზე, შესაძლოა, ხელი მოეწეროს „ზოგად შეთანხმებას“. უკრაინის ტელევიზიას მაკეევმა განუცხადა, რომ, შესაძლებელია აგრეთვე კიევში გაიმართოს უკრაინის, რუსეთის, ეუთოსა და აგრეთვე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების წარმომადგენელთა შეხვედრა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული გაიმართება, თუ არა მიმდინარე თვეში უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერთა სამიტი. დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მზად არის 15 იანვარს ასტანაში შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს. 5 იანვარს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჯერ ვერ იტყვის, გაიმართება თუ არა, და როდის გაიმართება ასეთი შეხვედრა. კანცლერის პრესმდივან შტეფენ ზაიბერტის თქმით, ასეთ შეხვედრას მარტო მაშინ ექნება აზრი, თუ მიღწეული იქნება წინსვლა მინსკის სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ ასტანაში წავა, თუ იარსებებს პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა. ოლექსი მაკეევმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს საკითხები იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების ასტანის შეხვედრის დღის წესრიგში, ისევე, როგორც „საჭიროების მქონეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდების“ საკითხი.

XS
SM
MD
LG