Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასში ავტოავარიას ემსხვერპლა უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მეომარი


უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში საავტომობილო ავარიის შედეგად დაიღუპა უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მეომარი, 18 დაშავებულია. ორშაბათს დონეცკის ოლქის ქალაქ არტიომოვსკის ახლოს ერთმანეთს შეეჯახა სამხედრო ავტომობილი „კრაზი“ და ავტობუსი „ბოგდანი“. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ცუდი ამინდი იყო. ეროვნული გვარდიის საიტის ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ზონაში მოხალისეებისა და სამხედროების როტაციის დროს. დაშავებულები არტიომოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით აპირებენ მათ გადაყვანას ხარკოვისა და უკრაინის სხვა ქალაქების სამედიცინო დაწესებულებებში. ტრაგედიის ადგილზე მუშაობს კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის დროს არტიომოვსკი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სეპარატისტების ხელში იყო, გასული წლის ივლისში კი უკრაინის ძალების ხელში გადავიდა.

XS
SM
MD
LG