Accessibility links

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას


„საქართველოს მთავრობას ამოძრავებდა ერთადერთი სურვილი როგორმე ეთქვა, რომ ბიუჯეტი შეასრულა თუნდაც ქაღალდზე“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ზურაბ ჯაფარიძემ. მისი ინფორმაციით, 2014 წლის ბოლო 2 დღეში ხაზინიდან სხვადასხვა მიზნით 300 მილიონი ლარი დაიხარჯა, როცა მანამდე თვეში საშუალოდ 600-700 მილიონი იხარჯებოდა. ზურაბ ჯაფარიძის პროგნოზით, საქართველოს მთავრობის არაპროფესიონალური მოქმედებები ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.

XS
SM
MD
LG